Tuesday, May 19, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს თვალი გადავავლე ჩემს პორტფოლიოს.ძალიან ბევრი და საინტერესო მასალა დამგროვებია. გავაკეთე ჩემი ნაშრომის პრეზენტაცია. მოვუსმინე სხვებსაც. ვფიქრობ ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამომადგება ჩემს შემდგომ საქმიანობაში.
მადლობა ხათუნა მასწავლებელს. 

Thursday, May 14, 2015

ტრენინგის მერვე დღე

  დღეს შევისწავლეთ კითხვის დასმის სტრატეგიები,რათა ხელი შევუწყოთ მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. ასევე შევისწავლეთ თუ როგორ უნდა შევქმნათ დამხმარე მასალები. ასევე განვიხილეთ პროექტის გეგმა.
და რაც ყველაზე მთავარიააა: დავასრულე პროექტის პორტფოლიო და გამოვაქვეყნე ბლოგზე.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Tuesday, May 12, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

ყველას გილოცვათ დღევანდელ დღეს!!!!!!!!!!!!!
დღეს ვიმსჯელეთ იმის შესახებ რომ ყველა მოსწავლეს, განსაკუთრებით განსხვავებული საჭიროების  მქონეთ,  სჭირდებათ განსხვავებული მიდგომა და ხელშეწყობა. ტექნოლოგიების გამოყენება კი ხელს უწყობს დიფერენცირებულ სწავლებას.
ასევე საჭირო ასეთი მოსწავლეებისთვის სპეციალური რუბრიკების შექმნა შეფასებისას. 

Friday, May 8, 2015

ბუკლეტი

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეების მიერ მომზადებული ბუკლეტი:

ტრენინგის მეექვსე დღე

 გავეცანი თუ როგორ გამოვიყენო ჩეკლისტები, შეფასების რუბრიკები და ქულის მინიჭების სქემები. გეგმის დაწერა ამ გამოცდილებით უფრო გამიადვილდა.

გაზეთი

Thursday, April 30, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

ვიმუშავეთ გეგმის შევსებზე. ვისუბრეთ მოსწავლეთა ჩართულობაზე პროექტში და მათ მიერ პრეზენტაციების მომზადებაზე. დავამზდეთ სასწავლო პრეზენტაცია დაავტვირთეთ ინტერნეტში

Tuesday, April 28, 2015

ტრენინგის მესამე დღე



  ეგრეთ წოდებული ახალი ტექნოლოგიები ისეთ დღეშია, ქვის ხანის ადამიანიც დაიწუნებს. ვიტანჯები. არა და სამუშაო ძალიან საინტერესოა. უკვე ნერვები გამეფურჩქნა.

Thursday, April 23, 2015

ტრენინგის მეორე დღე

    გავიხსენეთ გუშინდელი დღე. დავათვალიერე სხვა მასწავლებლის ნამუშევრი. გავეცანი შაბლონის ნიმუშებს.(გაზეთისთვის, ბროშურისთვის), ვნახეთ პრეზენტაციის ნიმუშები. ვიმუშავე პროექტის პრეზენტზციაზე

Tuesday, April 21, 2015

ტრენინგის პირველი დღე

   ძალიან გამიხარდა ჩვენს ტრენერთან  შეხვედრა. ჩამოყალიბდა ჯგუფი. გავეცანით  კურსის პროგრამას და სამუშაო განრიგს. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო საინტერესო და  შინაარსიანი იქნება დარწმუნებული ვარ. 4 საათი მუშაობა კომპიუტერთან დამღლელად მეჩვნება.
 შევქმენი საქაღალდე. დავახარისხე მასალა სხადასხვა საქაღალდეებში. შევქმენი ბლოგი.  ძალიან კმაყოფილი ვარ. ცოტა დავიღალე.